როგორც სხვა ძაღლებს, ჰეილისაც უყვარს სეირნობა და სიარული. დილის გასეირნება მისთვის დღის ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დროა და ამ ყოველდღიური საქმიანობისას ბევრი სხვადასხვა რამ ხდება და ჰეილიც უამრავ აქტივობას ასრულებს.
როცა ჰეილი ახალ ძაღლებს ხვდება და მეგობრობს, ძალიან მხიარულად გამოიყურება. თავიდან მორიდებით უახლოვდება, შემდეგ კი ერთმანეთს ყნოსავენ. თუ ერთმანეთი მოეწონათ, ხალისით იწყებენ თამაშს.

ძაღლების უამრავი ჯიში არსებობს, მაგრამ არ ეტყობა, რომ ჰეილისთვის მნიშვნელოვანია ჯიში, წარმომავლობა, სისხლი თუ გარეგნული თვისებები… ძაღლები ერთმანეთთან თავიანთი სტილით „საუბრობენ“ და თუ ერთმანეთი მოეწონათ, ნებისმიერ ძაღლთან შეუძლიათ დამეგობრება.
ჩვენ, ადამიანები, როგორ ვართ ამ მხრივ? განა ხშირად არ ხდება, რომ ადამიანებს მათთან რეალური საუბრისა და ურთიერთობის გარეშე, მხოლოდ გარეგნობითა და საერთო შთაბეჭდილებით ვაფასებთ ან მათზე გარკვეულ წარმოდგენას ვიქმნით?






