ცნობისმოყვარე გოგო

შავი ზღვის სანაპირო, ბუკნარი, აჭარა

ჰეილი ძალიან ცნობისმოყვარე გოგოა. ხალხმრავლობის გარდა ყველა ადგილი აინტერესებს და გადამთიელს თან მოჰყვება. ახალ ადგილას რომ მივიდნენ, აქეთ-იქით ყნოსავს და ინფორმაციას აგროვებს, სწავლობს და იმ ადგილასაც ეჩვევა.

ამდენი გულმოდგინე კვლევა-ძიების შემდეგ პატრონთან ბრუნდება და გვერდით წევს, ან სხვა ძაღლებთან ერთად თამაშობს, მხიარულად ატარებს დროს.

შარშან შავი ზღვის სანაპიროთან ახლოს ცხოვრობდნენ და ზღვაზე დადიოდნენ ხოლმე. ჰეილისაც მოეწონა სანაპირო და ზღვა, ცურვაც შავ ზღვაში ისწავლა. ახლა მანდ აღარ ცხოვრობენ და გადამთიელს ხანდახან ეჩვენება, თითქოს ზღვა ენატრება..

ყოველ შემთხვევაში, ჰეილი ბუნებაში უბედნიერესია. გადამთიელს სურს, რომ რაც შეიძლება ბევრ ადგილას წაიყვანოს და ლამაზი ბუნება რაც შეიძლება ბევრგან დაანახოს.

Leave a comment