The Hindu Times

ჰეილის უყვარს სეირნობა, ბუნებაში ყოფნა. ბუნება უხდება ჰეილის.

იაპონელი გადამთიელის მიერ შექმნილი ჰეილის დღიური.

7 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გადამთიელი მარტო ჩამოვიდა საქართველოში, მე-4 წელს მან ჰეილისთან ერთად დაიწყო ცხოვრება, დროთა განმავლობაში მათ შორის ჩამოყალიბდა ოჯახური, მეგობრული და ალერსიანი ურთიერთობა, რომელიც მხოლოდ ადამიანისა და ძაღლის ურთიერთობა კი არა, ორი განუყოფელი ნაწილის კავშირია.

ბედნიერება და სიცოცხლე იმდენ ხანს არ გრძელდება, რამდენ ხანსაც გვგონია, ამიტომ გადამთიელს მოუნდა, შეენახა ჰეილის სილამაზე და მასთან ერთად გატარებული დრო ― ფოტოგრაფიისა და ბლოგის სახით.

ჰეილი ალერსიანი და ერთგულია. ის ყოველთვის გადამთიელთან ერთად არის, ან სახლში მოუთმენლად ელოდება მას, როცა გადამთიელი გარეთ არის.

ჰეილი არის მისთვის მზე, რომელიც მისი მარტოობის ჩრდილს ანათებს, ხოლო ზოგჯერ ― წვიმა, რომელიც მის გამხმარ გულს აგრილებს და კურნავს.

Leave a comment